17 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
„გადააქციეთ ჯანდაცვის სამინისტრო უდიდეს ბიზნესად“- გოგი წულაია ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა გენოციდში ადანაშაულებს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა გენოციდში ადანაშაულებს. პარტიის თავმჯდომარის, გოგი წულაიას თქმით, ადამიანების სიკვდილიანობა ყოველწლიურად იზრდება, ხოლო მიზეზებზე არავინ საუბრობს.

წულაიას მტკიცებით, ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად იზრდება გარდაცვლილ ადაიანთა  რაოდენობაც. პარტია „თავისუფალი საქართველო“  მოუწოდებს პრემიერს შექმნას კომისია და შეისწავლონ სისტემაში არსებული ვითარება.

„კატასტროფაა, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების ზრდის პარალელურად იზრდება სიკვდილიანობა. გადააქციეთ ჯანდაცვის სამინისტრო უდიდეს ბიზნესად. თქვენ ხართ ქართველი ერის გენოციდის ჩამტარებელი, თქვენ ხართ ქართველი ერის ჰიტლერები! მოგიწოდებთ, დროზე შექმნათ კომისია, რომელიც შეისწავლის ამ მწვავე ვითარებას და სიკვდილიანობის ზრდას მაინც შეაჩერებს,“- აცხადებს წულაია.

დღის ამბები