საბანკო რეგულაციების გადახედვა შეიძლება მოგვიწიოს - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. მისი თქმით, არსებული ტენდენცია იმაზე მიანიშნებს, რომ ახალი რეგულაციების გადახედვა შესაძლოა, გარდაუვალი გახდეს.
მინისტრი ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან მიმდინარეობს, თუ მსჯელობის შედეგად გადაწყდება,რომ რეგულაციები უნდა გადაიხედოს, მაჭავარიანის განცხადებით, ის ამის მომხრე იქნება.
„საკუთრივ რეგულაცია რამდენად უნდა გადაიხადოს ამაზე მიდის მუშაობა მსჯელობა, მათ შორის ეროვნულ ბანკთან არის კონსულტაციები მგონია ჯერ კიდევ არ არის საკმარისი დრო გასული საბოლოო დასკვნებისთვის ,თუმცა ტენდენციები ასე თუ ისე მიგვანიშნებს, რომ შეიძლება მოგვიწიოს გადახედავ. მე პირადად ამის მომხრე ვიქნები,“-ამბობს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.