17 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ხორბლის დეფიციტი მსოფლიო ბაზარზე - საქართველოში პურის გაძვირებას ელოდებიან 

საქართველოში პურის გაძვირებას ისევ ელოდებიან. მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის კრიზისია, დეფიციტი კი ფასზე აისახება. გაძვირებული ფქვილის საქართველოში იმპორტირებისთანავე შესაძლოა, ქვეყანაში მცირე საცხობები დაიხუროს. ორი თვის წინ, მცირე მეწარმეებს გაზის გადასახადი გაუძვირეს, მაშინ მთავრობამ შეღავათი მხოლოდ დიდ ქარხნებს დაუწესა, ახლა კი ფქვილის გაძვირების ახალი ტალღა მათთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.

პურის გაძვირება საქართველოში „აისეტის“ მკვლევარებმა დააანონსეს. მათ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდის ტენდენციები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ფქვილი უახლოეს მომავალში გაძვრიდება. საქართველო ხორბალს ძირითადად რუსეთიდან ყიდულობს, სადაც 2019 წელს 16 პროცენტით ნაკლები მოსავალი ექნებათ. დეფიციტი კი ფასის ზრდაზე პირდაპირ აისახება.

თბილისში ერთი პურის ფასი 90 თეთრიდან ერთ ლარამდე მერყეობს. ფასის მაჩვენებლები საცხობებში ბოლოს ორი თვის წინ შეცვალეს, იქ სადაც ფასი იგივე დარჩა პურის წონა შეამცირეს. 

ეკონომიკის ექსპერტები პურისა და პურ-პროდუქტების ფასების ზრდის პარალელურად, სხვა პროდუქტების გაძვირებასაც ვარაუდობენ.

ფინანსთა მინისტრმა კი, დღეს არ გამორიცხა, რომ ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა საქართველოში პურის ფასზეც აისახოს. ვანო მაჭავარიანის თქმით, მთავრობა ქვეყნის შიგნით პურის გაძვირებას ხელს არ შეუწყობს, თუმცა გარე ფაქტორების წინაშე ხელისუფლება შესაძლოა უძლური აღმოჩნდეს.

 

 

დღის ამბები