17 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
სამეფო ოჯახის სკანდალი - ძალადობის შესაძლო ფაქტზე, ყოფილი მეუღლის საჩივრის შემდეგ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ორდღიანი დაკითხვების სერიის შემდეგ, მისმა ყოფილმა მეუღლემ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა.

საქართველოს სამეფო ოჯახის მეთაური ქვეყნიდან იმ დროს გაემგზავრა, როდესაც სამართალდამცველებს ცოლზე ძალადობის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე უდნა დაებარებინათ. ოფიციალური ვერსიით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი დედის ავადმყოფობის გამო ესპანეთში გვიან ღამით გაემგზავრა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველოს ხელისუფლებას დაუბარა, რომ ცოლის ცემის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს და თუ მას ბრალს წაუყენებენ, ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.

იმას, რომ ყოფილი ქმარი ქვეყნიდან უფრო ადრე გეგმავდა წასვლას, რამდენიმე დღეში მტკიცებულებად წარმოადგენს, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი კი გამომძიებლებს უკვე მესამედ მოუყვა, როგორ ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მასზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით.

ინციდენტი, რომელზეც ანა საუბრობს, 2014 წელს, დავითის სახლში, საგურამოში მოხდა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ქვეყნიდან წასული დიდგვაროვანი გამოიკითხება საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დაბრუნების სჯერათ საქართველოს სამეფო კლუბში. ორგანიზაციის სპიკერის ინფორმაციით, ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოს მოქალაქეა და ვალდებულია, ბრალდებებს უპასუხოს.

ოჯახში ძალადობის გარდა, საქართველოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს სამოქალაქო წესითაც უჩივის. ანა ბაგრატიონი დავითს სამეფო სახლის სახელით სარგებლობის უფლების შეჩერებას და თანაცხოვრების დროს ნაყიდი ქონების თანაბრად გაყოფას ითხოვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები