17 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
"რუსეთი ოკუპანტია!" - გიგა მაქარაშვილი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მორიგ აქციას იწყებს

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მორიგ აქციას იწყებს. მაქარაშვილი 47 დღის განმავლობაში მთელ საქართველოს ფეხით შემოივლის. თარიღები სიმბოლურად შეარჩია - 9 აპრილიდან 26 მაისამდე.

სიმბოლურია მარშრუტის დაწყებისა და დასრულების ლოკაციებიც - გორი-ზემო სვანეთი. სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული მორიგი აქცია-მსვლელობა ერთგვარი დამოუკიდებლობის მარშია.

„მინდა, რომ ვიარო და ადამიანებს შევახსენო რომ რუსეთი არის ოკუპანტი. მე ვთქვა და მათაც ვათქმევინო, რომ რუსეთი ოკუპანტია. ეს არის შეხსენება მომავალი თაობისთვის, რომელსაც ემოციური ბმა აღარ აქვს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან,“-აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

დღის ამბები