17 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
"გვახსოვს ქართველი ხალხი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავის ცხოვრება გაწირა" - დიდი ბრიტანეთის ელჩი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა

30 წელი 1989 წლის 9 აპრილიდან. რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც რუსულმა არმიამ დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის მებრძოლი მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები ნიჩბებით აჩეხა, დილიდან პოლიტიკოსები და დიპლომატები მიდიან.

ცოტა ხნის წინ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი საქართველოში ბრიტანეთის სრულუფლებიანმა ელჩმა მიაგო. 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. გვახსოვს ქართველი ხალხი ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავის ცხოვრება გაწირა,“- განაცხადა ჯასტინ მაქენზი სმიტმა. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც.

დაღუპულთა გარდა დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.

9 აპრილის ტრაგედიამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

დღის ამბები