17 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
30 წელი 9 აპრილიდან - ილია მეორემ მემორიალთან პარაკლისი აღავლინა

9 აპრილის მემორიალთან საქართველოს კათალიკოს პატრიარქი მივიდა. ილია მეორემ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისს აღავლინა.

მემორიალთან დაღუპულთა სულების პატივის მისაგებად საქართველოს პრეზიდენტიც მივიდა.

დღეს 30 წელი გავიდა, რაც მშვიდობიანი ანტისაბჭოთა მიტინგი რუსმა სამხედროებმა სასტიკად დაარბიეს. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანი შეეწირა, 2000-ზე მეტი კი დაშავდა და მოიწამლა. 

დღის ამბები