17 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
გორიდან ზემო სვანეთამდე - სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა 47 დღიანი აქცია დაიწყო 

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მორიგ აქციას იწყებს. მაქარაშვილი 47 დღის განმავლობაში მთელ საქართველოს ფეხით შემოივლის, თარიღები კი სიმბოლურად შეარჩია - 9 აპრილიდან 26 მაისამდე.

სიმბოლურია მარშრუტის დაწყებისა და დასრულების ლოკაციებიც. მაქარაშვილი თავდაპირველად გორში ჩავა, აქცია-მსვლელობას კი სვანეთში დაასრულებს. 

სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული მორიგი აქცია-მსვლელობა ერთგვარი დამოუკიდებლობის მარშია.

„ვივლი 47 დღე, 50-მდე ქალაქია, 400-ზე მეტი სოფელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი შემოუერთდება ამ დამოუკიდებლობის მარშს და ყველა ერთად ვიტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია. გორიდან აღმოსავლეთით წავალთ და კასპის გავლით მცხეთა-თბილის. მერე უკვე კახეთი სრულად, ქვემო ქართლი. იქიდან სამცხეთში გადავალ, მერე დავბრუდები ისევ ქართლში და იმერეთს დავიწყებ. მერე რაჭა, გურია, აჭარა, სამეგრელო და ბოლოს სვანეთი," - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

დღის ამბები