მრავალი საეტაპო დღე გათენებია ჩვენს ქვეყანას და ასეთი იყო 1989 წლის 9 აპრილი - აცხადებს ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი. გიგლა ბარამიძე დღეს თანაგუნდელებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან მივიდა.
ბარამიძემ ტრაგედიის ღამეს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.
„საქართველოს და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მრავალი საეტაპო მნიშვნელოვანი დღე იყო და მრავალი საეტაპო მნიშვნელობის დღე გათენებია ჩვენს ქვეყანას და ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი იყო 1989 წლის 9 აპრილი.
ერთის მხრივ ტრაგიზმით სავსე, უმძიმესი დღე და ვსარგებლობ ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ვუსამძიმრებ ოჯახებს, რომელთაც გაიღეს ასეთი მსხვერპლი სამშობლოსათვის და მეორე, არის სიმბოლური დღე დამოუკიდებლობის, სიძლიერის, გაერთიანების დღე და სამწუხარო არის ის, რომ 30 წლის თავზე კიდევ დაახლოებით ასეთივე პრობლემის წინაშე დგას ქართველი ერი,“ - ამბობს გიგლა ბარამიძე.