მასშტაბური ხანძარი დაბა ლაითურში - 20 ჰექტრამდე ტყე-ბუჩქნარის ფართობი იწვის. ხანძრის ლოკალიზებისთვის ორი სახანძრო ბრიგადა საკმარისი არ აღმოჩნდა და მეზობელი რაიონებიდან დამატებითი ძალები ამ წუთებშიც იგზავნება.
არ არის გამორიცხული, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციის ჩართვაც გახდეს საჭირო.