17 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
ეს ადამიანები დაიღუპნენ იმისთვის, რათა როგორ ვიცხოვრებთ არ გადაეწყვიტა, რომელიმე ბიძიას ან ბაბუას - ანა დოლიძე

ეს ადამიანები დაიღუპნენ იმისთვის, რათა როგორ ვიცხოვრებთ არ გადაეწყვიტა, რომელიმე ბიძიას ან ბაბუას - ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

მისი თქმით, 9 აპრილის მემორიალთან, ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ ხალხის სიმრავლე მეტყველებს იმაზე, რომ ყველას კარგად ახსოვს რისთვის დაიღუპნენ და რას შეეწირნენ ადამიანები 1989 წლის 9 აპრილს. 

„ძალიან მიხარია, რომ 9 აპრილის 30 წლის თავზე ვხედავ უამრავ ადამიანს, უამრავ თაიგულს ძალიან ბევრი ხალხის და ორგანიზაციისგან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ ეს ბავშვები, ეს ადამიანები დაიღუპნენ ჩვენი თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ როგორ ვიცხოვრებთ გადაგვეწყვიტა ჩვენ თვითონ და ეს არ გადაეწყვიტა რომელიმე ბიძიას , რომელიმე ბაბუას, რომელიმე სხვა ქვეყანას, არამედ ჩვენ - ვინც აქ ვცხოვრობთ,“ - ამბობს ანა დოლიძე.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.

9 აპრილის ტრაგედიამ საფუძველი ჩაუყარა ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის. რომელიც ზუსტად 2 წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა. დემოკრატიული გზით არჩეულმა უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.



ამავე თემაზე
დღის ამბები