17 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაში „ღია ცის ქვეშ“ მონაწილეობა საქართველოსა და ლიეტუვას მუსიკალურმა გუნდებმა მიიღეს. მუსიკოსებმა ქართული საგალობლები შეასრულეს.

კონცერტი საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

„82 ბავშვი არის წარმოდგენილი პარლამენტის წინ და ისინი, თავიანთ კოლეგებთან - 11 გუნდთან ერთად, შეასრულებენ სხვა და სხვა საგალობლებს. ასევე, სტუმრად გვყავს ჩვენ ვილნიუსის სახელმწიფო კაპელა, რომლებიც 9 აპრილს, ამ ტრაგიკულ დღეს ვილნიუსი, ლიეტვუე ჩვენს გვერდზე იდგა ზოგადად და ისინი სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ.

დღის ამბები