ჩხუბი სასულიერო პირებს შორის - სასულიერო პირების დაპირისპირების მიზეზი ბერი გაბრიელის "ფეისბუქ ლაივები" გახდა, რომელშიც ის პირდაპირ ეთერში ლოცულობს ხოლმე.
„თუ ნაგავი ხარ, წადი სანაგვეზე“-ასე მიმართა მეუფე იოანემ ბერს. ვიდეო მასალა თავად რუსთავის ეპარქიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს, იმის დასადასტურებლად, რომ საქმე ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე არ მისულა.
რუსთავის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ბერი ალკოჰოლურ სასმელზე იყო დამოკიდებული. ის დროებით, გამოსასწორებელი ვადით იმყოფებოდა მონასტერში. მეუფე იოანე აცხადებს რომ ვინაიდან ბერმა გაბრიელმა ვერ შეძლო დაეძლია ალკოჰოლისადმი სისუსტე ის მონასტრიდან უნდა წავიდეს.
„მე არ ვაპირებ მატყუარასთან კამათს. არ მაინტერესებს მის პოზიცია. მისი პოზიცია გასაგებია. ეს ადამიანი მძიმედ ავადმყოფი არის. მას თვითონ მკურნალობენ. მას მივეცით თავშესაფარი, გამოსაცდელი ვადით იყავი ჩვენთან. დამთავრდა, ეგ დრო ამოიწურა,“-განაცხადა მეუფე იოანემ.
მეუფე იოანე უარყოფს მონასტერში რაიმე სახის დაპირისპირებას. თუმცა დეკანოზი დავითი ადასტურებს რომ ადგილი ჰქონდა კამათს. სასულიერო პირის განცხადებით, შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.
„როგორ წარმოგიდგენია? ღმერთმა ხომ უწყის, მე არას გეუბნები შენ და ის რას გეუბნება არ ვიცი. ხომ წარმოუდგენია ბერის ცემა სასულიერო პირების მხრიდან,“-განაცხადა დეკანოზმა დავითმა
კითხვაზე რის გამო დაიწყო კონფლიქტი, დეკანოზი აცხადებს, რომ ბერი გაბრიელი უზრდელი ადამიანია. მისივე თქმით, ის არ იმსახურებს იყოს სასულიერო პირი.
„რა ვიცი ეს მის უზრდელ ცხოვრებას უკავშირდება. საერთოდ მაგ პიროვნებას მონასტერში რა უნდა. სადაც არის ახლა არც ის ვიცი, ალბათ ისიც ზედმეტია მისთვის. მე ესე ვფიქრობ. ბერობის მას არაფერი არ სცხია. გინახავთ ფეისბუქში ლოცულობდეს ადამიანი, ბერი და ეკლესიაში არ შედიოდეს და არ ლოცულობდეს. ჩვენ ჩვეულებრივი შეკრება გვაქვს ყოველი თვის ბოლო სამშაბათ დღეს. რა რიცხვში დაემთხვევა რა მნიშვნელობა აქვს. და შემოიჭრა პიროვნება ზრდილობის გარეშე რომ არის გასაგებია, მაგრამ შეგნება მაინც ხომ უნდ აჰქონდეს. როგორც მე ვიცი მერვე მონასტრის თუ ეკლესიის წიაღი აქვს დატოვებული და გამოგდებული ყოფილა,“-განაცხადა დეკანოზმა დავითმა.