17 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლებს მიცვალებულის დატირება ენგურის მეორე ნაპირიდანაც კი აუკრძალეს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - ოტობაიასა და ორსანტიის, მაცხოვრებლებს ოკუპანტებმა მიცვალებულის დატირების საშუალება ენგურს გაღმაც კი არ მისცეს.

თუკი წინა შემთხვევის დროს ე.წ. მესაზღვრეებმა ჭირისუფლებს ნება დართეს, მდინარე ენგურის მოერე ნაპირიდან დაეტირებინათ მიცვალებული, ამჯერად ესეც კი მიუღწეველი აღმოჩნდა.

გარდაცვლილის ოჯახმა გაფრთხილება მიიღო, რომ, თუ ცხედარს ხიდთან გააჩერებდნენ და პროცესია ხიდის მეორე მხარიდან იქნებოდა, მათ სოფლეს დაატოვებინებდნენ.

„შორიდან დავიტირეთ, რასაც ჰქვია. აქ ვარ დაბადებული, აქ ვარ გაზრდილი, აი, ეს სკოლა დავამთავრე და აი, რამდენი ხანია, ამ სანაპირომდე არ მოვსულვარ. დღეს მოვედი, რა მექნა, ერთხელ მაინც ხომ უნდა მენახა,“ - ამბობს იქაური მკვიდრი. 

დღის ამბები