ბერი გაბრიელი კვლავ ამტკიცებს, რომ რუსთავის ეპარქიაში მას ფიზიკურად შეეხნენ. ჩხუბი სასულიერო პირებს შორის მასშემდეგ დაიწყო, რაც მეუფე იაონემ ბერი გაბრიელის ფეისბუქ ლაივები გააპროტესტა, რომელშიც ის პირდაპირ ეთერში ლოცულობდა.
ვიდეომასალა თავად რუსთავის ეპარქიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს იმის დასადასტურებლად, რომ საქმე ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე არ მისულა. თუმცა, ბერი გაბრიელი ამტკიცებს, რომ ვიდეო დამონტაჟებულია და ინციდენტი არა ეპარქიის გარეთ, არამედ შიგნით მოხდა.
„აშკარად ჩაკერებული რომ არის ეგ ვიდეო და რაღაც-რაღაცეები ამოკერებული, ჟურნალისტისთვის არის ნამდვილად შესამჩნევი. გარეთ არაფერი არ მომხდარა. მანამდე იყო ინციდენტი, რომელზეც დავწერე და ეს მოხდა შიგნით," - განაცხადა ბერმა გებრიელმა.
განსხვავებული პოზიცია აქვთ რუსთავის ეპარქიაში.
რუსთავის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ბერი ალკოჰოლურ სასმელზე იყო დამოკიდებული. ის დროებით, გამოსასწორებელი ვადით იმყოფებოდა მონასტერში.
მეუფე იოანე აცხადებს, რომ ვინაიდან ბერმა გაბრიელმა ვერ შეძლო, დაძლია ალკოჰოლისადმი სისუსტე, ის მონასტრიდან უნდა წავიდეს.