საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლაითურში ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ამის შესახენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხანძრის ცალკეული კერების დამუშავება, რათა გამოირიცხოს ახალი კერების გაჩენისა და ხელახალი აალების საფრთხე.
მათვე ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია 80 მეხანძრე-მაშველი. დამატებითი ცოცხალი ძალა მუშაობს აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.
„პროცესში ჩართულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა უკვე 10-ჯერ შემოუფრინა ხანძრის ეპიცენტრს. ხანძრის შედეგად დამწვარია 20 ჰექტარ ფართობზე არსებული ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.