17 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და გაფუჭებული საკვები - ოზურგეთის ბაღების მომმარაგებელ კომპანიას, წარმოება შეუჩერდა

სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და გაფუჭებული საკვები - ამ მიზეზების გამო კომპანიას, რომელიც ოზურგეთის ბაღებს საკვებით ამარაგებდა, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. არაგეგმიურ შემოწმებაზე შპს სოფოში სპეციალისტები მას შემდეგ შევიდნენ, რაც გაფუჭებული საკვები პროდუქტების შესახებ შეტყობინება ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მიიღეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაასკვნა, რომ კომპანიაში მდგომარეობა კრიტიკულია. 164 კგ-მდე საქონლის ხორცი და 207 კგ ქათმის ფილე, ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

"საქონელი რომელიც დაილუქა და რომელიც განადგურდა აბსოლუტურად იყო საღი, უვნებელი, რომელიც შემოწმებული იყო დაკვლის პერიოდში შემდეგ ანალიზის საფუძველზე დადგინდა, ეს არ იყო გასანადგურებელი პროდუქცია, ყოველთვის ვართ ყურადღების ცენტრში და ხდება ჩვენი შევიწროვება,"-აცხადებს დაჯარიმებული კომპანიის წარმომადგენელი ირმა ხაბაძე. 

დღის ამბები