ჩიკვაიძის 2 ნომრის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მათ ამორტიზებულ და საცხოვრებლად საშიში სახლში უწევთ ცხოვრება.
მდგომაროება იმდენად სავალალოა, რომ ისინი ყოველდღე სახლის ჩამონგრევის საშიშროების წინაშე დგანან. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, რის გამოც ადგილობრივებს საკუთარი სახსრებით გამაგრების უფლებას არ აძლევენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კი ამბობენ, რომ შენობის გამაგრების პასუხისმგებლობა მერიას აქვს.