17 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
კრწანისის ქუჩაზე მგზავრებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა და ბორცვს დაეჯახა

ათობით ადამიანი ცოტა ხნის წინ, სიკვდილს შემთხევით გადაურჩა. შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე მოხდა. მგზავრებით სავსე ყვითელი ავტობუსის მძღოლს, მუხრუჭებმა უმტყუნა და იქვე მდებარე ბორცვს დაეჯახა.

შემთხვევის დროს ავტობუსში, დაახლოებით, 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

მძღოლმა „კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, იყო დაღმართი და საჭე ვერ დაემორჩილა. მისი თქმით, ის შეეცადა, რომ პატარა ზომის ბორცვთან გაეჩერებინა ავტობუსი.

მოსახლეობის თქმით, ქალაქში მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. ადგილობრივებმა "კურიერთან" მომხდარის დეტალები გაიხსენეს. 

"ძალიან დიდი უბედურება შეიძლება მომხდარიყო. თავის თავზე აქვს დარტყმა აღებული, რომ მანქანა გაეჩერებინა," - აცხადებენ თვითმხილველები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერს" განუცხადეს, რომ მძღოლს ადმინისტრაციული ჯარიმა - 250 ლარის ოდენობით გამოეწერება. 

დღის ამბები