17 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
სადამსჯელო ღონისძიება მასშტაბური აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე - პოლიციამ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები დააკავა

ხელისუფლების სადამსჯელო ღონისძიება და დაშინების მცდელობა, ტაქსის მძღოლების მასშტაბურ აქციამდე ერთი დღით ადრე - საინიციატივო ჯგუფის წევრების ნაწილი, გუშინ სამართალდამცველებმა აიყვანეს. დაკავებულია 2 მძღოლი, ისინი პოლიციამ სავარაუდოდ დაკითხვაზე გადაიყვანა.

რა მოტივით მოხდა ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრების დაკავება ჯერ ჯერობთ უცნობია უცნობია. დაკავების შესახებ ტაქსის მძღოლებმა სულ რამდენიმე წუთის წინ გაიგეს.

რას უკავშირდება საგამოძიებო მოქმედება საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, ტაქსის მძღოლებისთვის გაუგებარია, რადგან როგორც ისინი ამბობენ, გუშინ შედგა შეხვედრა თბილისის მერიაში, სადაც კახა კალაძე გარკვეულ დათმობებზე წავიდა.

“საორგანიზაციო ჯგუფიდან 2 ადამიანი არის დაკავებული, ამ სახელს და გვარს შეგნებულად არ ვამბობთ ოჯახებიდან გამომდინარე, რომ ოჯახებმა არ ინერვიულონ. რისთვის არიან დაკავებულნი ეს ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს ჩვენ. კიდევ რამდენიმეს ვერ ვეხმიანებით. გუშინ გვქონდა შეხვედრა ჩვენ ბატონ მერთან კალაძესთან. გარკვეულ შეთანხმებამდე მივედით, მაგრამ რატომ ხდება ეს ყველაფერი ვერ ვხვდებით. მოგიწოდებთ ყველა მძღოლს, ყველა ტაქსისტს, შემოგვიერთდით, გავერთიანდეთ და ერთ მუშტად დავდგეთ,“ - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ლევან ზაურაშვილმა.

დღეს ტაქსის მძღოლები ტაქსებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების გადავადების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივლენ. 

დღის ამბები