17 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ტაქსები მოსაწესრიგებელია - კახა კალაძე მზად არის გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, თუმცა რეფორმის პროცესი არ შეჩერდება

თბილისის მერია მზად არის ტაქსებისთვის დაწესებულ რეგულაციებთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, თუმცა დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ტაქსების რეფორმა არის აუცილებელი და გარდაუვალი პროცესი. შეთანხმება ტაქსის მძღოლებსა და თბილისის მერს შორის გუშინ გამართულ შეხვედრაზე შედგა. კახა კალაძის განცხადებით, აქცია რომელსაც ტაქსის მძღოლები ახალი რეგულაციების გადავადების მოთხოვნით მართავენ, პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ არის მართული.

„ტაქსების რეფორმა ამ სატრანსპორტო პოლიტიკაში არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც აუცილებლად მოსაწესრიგებელია. მოსაწესრიგებელია იმისთვის, რომ ვინც ამ სერვისით სარგებლობს, ისარგებლოს სუფთა, მოწესრიგებული ავტომობილებით, ეს იქნება ბრენდირებული A კატეგორიაზე მაქვს მე საუბარი, იქნება ბრენდირებული, თეთრი ფერის. ამას აქვს პოლიტიკური მოტივები, ვიცით თუ ვინ არის ორგანიზატორი ამ აქციის და უნდათ, რომ გამოიყენონ ტაქსის მძღოლები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გვქონდეს ამ ადამიანებთან, მივაწოდოთ ინფორმაციები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს ტაქსების მძღოლების აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ საინიციატივო ჯგუფის 2 წევრი დააკავა. ამ დროისთვის უცნობია რა მოტივით არიან ისინი დაკავებულები. ტაქსის მძღოლები კი ახალი რეგულაციების გადავადების მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე ფეხით მსვლელობას მოაწყობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები