17 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
კალაძეს მოვუწოდებთ, მძღოლებთან, მათ წარმომადგენლობით ჯგუფთან და არა ცალკეულ ელემენტებთან, მოახერხოს შეთანხმება-ლაშა ჩხარტიშვილი

ტაქსის მძღოლები ახალი რეგულაციების გადავადების მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე ფეხით მსვლელობას მოაწყობენ. ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ დედაქალაქის მერმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკება მძღოლებთან და არა ცალცალკე ჯგუფებთან, როგორც ეს გუშინ გააკეთა, როდესაც საინიციატივო ჯგუფის ნაწილს შეხვდა.

„2 საათზე ვიკრიბებით აგრარული უნივერსიტეტის წინ და მივემართებით ივანიშვილის სასახლისაკენ იმიტომ, რომ კონკრეტული შეთანხმება ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლობის ასე ვთქვათ ნაწილთან არ მომხდარა, აქედან გამომდინარე მოთხოვნები არ ის გაჟღერებული. ჩვენ მოვითხოვთ, რომ გადაღების ვალდებულება საბოლოოდ გაუქმდეს, ამასთანავე მარჯვენა საჭიან მიეცეს საშუალება გააგრძელოს საქმიანობა და მგზავრის აყვანა შეეძლოთ ყველა მძღოლს ქუჩიდან. გუშინ გვიან საღამოს იყო შეხვედრა ტაქსის მძღოლთა ნაწილთან და მასთანაც კი ვერ მოხერხდა შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში დღევანდელი ბრიფინგის სახით კი არ გააჟღერებდნენ აი ამ ასე ვთქვათ ინიციატივას, არამედ ადგილზევე დასრულებისთანავე გაკეთდებოდა განცხადება და მერიას ვერავინ დაასწრებდა ამ ინფორმაციის გავრცელებას. კვლავ და კვლავ კალაძეს მოვუწოდებთ, მძღოლებთან, მათ წარმომადგენლობით ჯგუფთან და არა ცალკეულ ელემენტებთან, მოახერხოს შეთანხმება,“ - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები