ტაქსის მძღოლების მასშტაბური პროტესტი აქციის მონაწილეები აგრარული უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, საიდანაც ავტომობილების კოლონა სიგნალებით, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ დაიძრა. ტაქსის მძღოლები ამ ფორმით, დედაქალაქის მერიას აფრთხილებენ, რომ თუ კახი კალაძე ტაქსებზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს არ გააუქმებს, მაშინ მძღოლები პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ და პროტესტი გადაწყვეტილების შეცვლამდე არ შეწყდება.
„ფერებს გაანებონ თავი, არ გვაქვს ლაპარაკი "ტეხასმოტრებზე," კი ბატონო მართალია, მანქანები მწყობრში უნდა იყოს, მაგრამ ფერს გაანებონ თავი. ეს მანქანა, რომ "გადავკრასკო" და ჩემნაირი რამდენი კაცია ნახეთ, მანქანები უნდა გადავყაროთ მერე ჯართში. ეგ არის ჩვენი მოთხოვნები. ჩვენ ჩვენ ცოლ-შვილს მშივრებს ვერ დავტოვებთ,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.