17 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ქართული დებიუტი ლონდონის დრამის ცენტრალურ სამეფო სკოლაში - 24 წლის ქართველი სტუდენტი ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ სკოლაში ჩაირიცხა

ქართული დებიუტი ლონდონის დრამის ცენტრალურ სამეფო სკოლაში - 24 წლის მარიკა ხუნდაძე პირველი მსახიობია საქართველოდან, ვინც უნივერსიტეტის შესარჩევ ტურებს თავი წარმატებით გაართვა და პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ სკოლაში ჩაირიცხა.

მეტყველებისა და დრამის ცენტრალური სამეფო სკოლა ბრიტანეთში დრამის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული უმაღლესი სასწავლებელია.  სკოლაში შემთხვევით არავინ ხვდება. იქ სამეტაპიანი შერჩევის გასავლელად პლანეტის ყველა კონტინენტიდან ჩადიან სტუდენტები. მკაცრ საგამოცდო სელექციას ყოველწლიურად მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო 15 არტისტს არჩევენ.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა 1906 წლიდან არსებობს, მის სამსახიობო ფაკულტეტზე ქართველი სტუდენტი გასულ წელს პირველად ჩაირიცხა.

სამსახიობო ფაკულტეტის სამაგისტრო კურსის სტუდენტები პრემიერისთვის ემზადებიან.

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი. 

დღის ამბები