სპეცოპერაცია ზესტაფონში - სამართალდამცველებმა კრიმინალური ავტორიტეტი და ქურდული სამყაროს აქტიური წევრი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
გამოძიების ცნობით, ის ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, "ქურდული გარჩევის" გზით, ე.წ. "კანონიერი ქურდების" სასარგებლოდ, ბიზნეს საქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა.
დაკავებულის ჩხრეკისას, პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნაა ამოღებული.
გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.