17 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ხარვეზები შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით - ”პანორამა თბილისის” მშენებლობა დროებით შეჩერებულია

”პანორამა თბილისის” მშენებლობა დროებით შეჩერებულია - ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურმა მიიღო. უწყების წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილი გვიან ღამით დატოვეს. ბიძინა ივანიშვილის კომპანიის შესახებ დასკვნა, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი, თუმცა პირველადი ინფორმაციით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო, რაც სამი ახალგაზრდის სიმაღლიდან ჩამოვარდნის მიზეზი გახდა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ბრალეულობა დადგინდება მას 10 ათას ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.

"მოკვლევის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ შევაჩეროთ სამუშაოები, სანამ არ მოხდება მისი სრულად აღმოფხვრა," - ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე.

დღის ამბები