"პანორამა თბილისის" მშენებლობაზე დაშავებული სამივე ახალგაზრდა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ექიმების ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მედიკოსების მეთვალყურეობა მათთვის აუცილებელია. 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდები ფასადზე მუშაობდნენ და თითქმის ათი მეტრის სიმაღლიდან რუსთაველის 1-ელ ნომერსა და მასშტაბურ მშენებლობას შორის არსებულ სივრცეში ჩაცვივდნენ. ტერიტორია იმდენად ვიწრო და მიუდგომელია, რომ დაშავებულთა დასახმარებლად მისვლა სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც გაუჭირდა. დაშავებულები საავადმყოფოებში სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.
"პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინი შერყევა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ტრავმული პნევმო-თორაქსი, ნეკნების მოტეხილობა, გულ-მკერდის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, მარჯვნივ იდაყვის ამოვარდნილობა,"-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებულის ექიმი, თეონა ხუჭუა.