როგორ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება მშენებლობების დროს, როცა ეს საკითხი მოუგვარებელია ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ობიექტზეც კი? სამოქალაქო სექტორი ქვეყანაში დასაქმებულთა ელემენტარული უფლებების დაცვას ითხოვს. მათივე შეფასებით, არ არის გამორიცხული სწორედ კომპანიის მფლობელიდან გამომდინარე არ იყო მშენებლობაზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ არავინ შეამოწმებდა. ინცინდენტის შემდეგ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მუშებს არ ეცვათ სპეცტანსაცმელი და არ ჰქონდათ ჩაფხუტები.
"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი დაკვეთით სრულდება სამუშაო, ან ვინ ასრულებს ამ სამუშაოს, რადგან კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი. პრობლემის სათავე სხვაგან უდნა ვეძებოთ, ეს არის პოლიტიკური ნების ნაკლებობა, რომ არსებული რეგულაციები არ სრულდება, ან აღსრულების მექანიზმები არ არის სათანადო,"-აცხადებს, სულხან სალაძე.
"ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის," სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი აცხადებს, რომ შრომის ინსპექციამ დაუყოვნებლივ უნდა შეამოწმოს ყველა მშენებარე ობიექტი, რაც ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული პრობლემის აღმოფხვრის ერთადერთი გზაა.
"ზუსტად ბიძინა ივანიშვილის რომ არის, შეიძლება იმიტომ არ იყო დაცული, არ შევიდა შრომის ინსპექცია, არ შეამოწმა და ა.შ. განსხვავება არ არის, ისევე იხოცებიან და ზიანდებიან ადამიანები ბიძინა ივანიშვილის საწარმოში, როგორც სხვის საწარმოში,"-აცხადებს, ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის, სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი.