19 მაისი 2024,   16:49
ვრცლად
საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი იხსნება

საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი იხსნება. კოლეჯში დაინტერესებულ ახალგაზრდებს სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის ძირითად პროფესიებს სრულიად უსასყიდლოდ შეასწავლიან.

კოლეჯი ერთი წლის განმავლობაში ორი ათასამდე სტუდენტს მოემსახურება. ახალი კოლეჯის მიზანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მომსახურების სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტის შევსებაა.

დღის ამბები