ბიძინა ივანიშვილის პროექტ, "პანორამა თბილისის" მშენებლობიდან გადმოვარდნილი სამი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ განცხადებას მათი მკურნალი ექიმები აკეთებენ. დაშავებულია 21 წლის გიორგი ლიპარტელიანი, 19 წლის ნოდარ ჩახალიანი და 20 წლის დავით ოჩიხიკიძე.
გიორგი ლიპარტელიანი და ნოდარ ჩახალიანი სხეულის დაზიანებებით „ამტელ კლინიკაში" არიან მოთავსებულ. ორივე მათგანს, დაზიანებები მიღებული თავის არესა და გულ- მკერდის მიდამოებში. ექიმის ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა,
„ჩვენს კლინიკაში მოყვანილია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ერთი არის 19 წლის, მეორე არის 21 წლის. მათი გადმოცემით, ჩამოვარდნენ სიმაღლიდან მუშაობს დროს. დაახლოებით, ეს სიმაღლე არის 8-9 მეტრი, რომლებმაც მიიღეს როგორც ქალა-ტვინის ტრავმა, ასევე სხეულის ზოგადი ტრავმა. თვითონ, ზოგადად ამბობენ, რომ გადმოვარდნენ სიმაღლიდან,“ - აცხადებს ექიმი.
რაც შეეხება მესამე დაშავებულს, 20 წლის დავით ოჩხიკიძე მოთავსებულია ინგოროყვას კლინიკაში. მას დაზიანებები აქვს სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიღებული, ასევე აღენიშნება თავის ტვინის ტრავმა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმები მას დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ.
„აქ არის ქალა ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა, მუცლის დახურული ტრავმა, თუმცა საოპერაციო არ არის,“ - აცხადებს ექიმი.
ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, სამი მუშა გადმოვარდა და დაშავდა.
ახალგაზრდები 10 მეტრის სიმაღლეზე პანორამა თბილისის გარე ფასადს ლესავდნენ, რა დროსაც კალათა ჩამოვარდა და მუშები დაშავდნენ.
შემთხვევის ადგილზე გადაღებული პირველ ვიდეოკადრებში ისმის, რომ მუშები შველას ითხოვდნენ, თუმცა, პანორამა თბილისი რუსთაველის პირველში მდებარე კორპუსთან იმდენად ახლოს არის აშენებული, რომ იქ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს შესვლაც კი გაუჭირდათ.
ვიდეომასალაში ჩანს, რომ მშენებლობის უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. მუშებს არ ეცვათ სპეცტანსაცმელი და არ ჰქონდათ ჩაფხუტები.