17 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
"მერიის საზედამხედველო, ამ შემთხვევაში, ეს ობიექტი არ არის“ - ვიცე-მერი "პანორამა თბილისზე" საუბრობს

თბილისის მერია ბიძინა ივანიშვილის „პანორამა თბილისის“ მშენებლობის პროცესში მომხდარ შემთხვევაზე, პასუხისმგებლობას იხსნის.  განცხადებები დღეს დედაქალაქის მერიაში გაკეთდა.

ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტი მასშტაბურია, ის მეხუთე კატეგორიაშია გაყვანილი. შესაბამისად, მისი მშენებლობის ნებართვას და სამშენებლო ზედამხედველობას დედაქალაქის მერია არ აწარმოებს.

ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ სამშენებლო ობიექტი ეკონომიკის სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ არის.

„კანონმდებლობა განსაზღვრას, რა არის მეხუთე კლასი და რა არის მეოთხე კლასი, მისი ფუნქციური დანიშნულებიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე. რადგან მასშტაბურია ობიექტი, ამიტომ გაყვანილი იყო მეხუთე კატეგორიაში, რომლის მშენებლობის ნებართვასაც და სამშენებლო ზედამხედველობასაც ახორციელებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მერიის საზედამხედველო, ამ შემთხვევაში, ეს ობიექტი არ არის,“ - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე აცხადებს, რომ შემთხვევა მერიის მიერ რეგულირებად ობიექტზე არ მომხდარა. აქვე ბითაძე მოუწოდებს ყველას, სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იქნას დაცული. ბითაძე თავად დასაქმებულებსაც მოუწოდებს, შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე სამუშაოები არ აწარმოონ.

„შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეს არ არის თითოეული მუნიციპალიტეტის საკითხი, არც მხოლოდ ეკონომიკის საკითხი, ეს არის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული საკითხი და იცით, რომ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც სხვათა შორის, საერთოდ არ არსებობდა რამდენიმე წლის წინ, უკვე ამოქმედებულია და მისი ასრულება ყოველდღიურად, უფრო და უფრო მკაცრდება,“ - აცხადებს ბითაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები