17 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
ბათუმი-თბილისის მატარებელი მწყემსს დაეჯახა - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მწყემსს დაეჯახა. გარდაცვლილია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთთან მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მწყემსი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. 

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები