გუდაურში ხალხი დახმარებას ითხოვს. ზვავსაშიშროების და ძლიერი ქარბუქის გამო, გზა ჩაიკეტა. კობი-გუდაურის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე თოვლში ერთი ავტომობილი ამობრუნდა, რის გამოც მოძრაობა პარალიზებულია. ამ წუთებში მაშველები სწორედ ამ მანქანის გზიდან გადაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ.
ყინვასა და თოვლში ჩარჩენილი ავტობუსის 20 მგზავრი დახმარებას ითხოვს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, მგზავრებს მათ უსაფრთხო ადგილზე გადასვლა შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადეს.
მისივე ცნობით, მგზავრებმა ავტობუსში დარჩენა გადაწყვიტეს და გზის გახსნას ელოდებიან.
„20 კაცი ვართ. პენსიონერებია, ცუდად რომ არის ისეთია, ორსული გოგოა, მოხუცები არიან. რა ვიცი ყველანაირი ხალხი ვართ. დილის 6 საათიდან აქ ვდგავართ სანამ არ დავრეკეთ თქვენთან და სანამ ჩემმა გოგომ არ გადარეკა და ქვეყანა არ დაანგრია ჩემმა შვილიშვილმა მანამდე სამი კაცი მოვიდა მაშველი გადაგიყვათ სადმეო. გადასასვლელი პირობა არ იყო, ვერ ვივლიდით, მუხლებამდეა თოვლი, თან ქარია და ისეთ ადგილას ვდგევართ არ გადავჩეხილიყავით მეშინოდა. არა გვაქვსო, არც ტრაქტორი არ გვყავს და არაფერიო ვერაფერი ვერ ამოვაო,“-აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.
სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში შეძლებს მგზავრებით სავსე ავტობუსი თბილისისკენ გადაადგილებას.