17 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
მნიშვნელოვანია ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების აქტიურობა - ბაია პატარაია საუდელი დების საქმეზე

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების აქტიურობა - ასე გამოეხმაურა კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში მყოფი საუდელი დების განცხადებას, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.

გოგონები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გადიან, რათა გადაწყვიტონ, რა იქნება უფრო უსაფრთხო, საქართველოში დარჩენა თუ სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოძებნა. 

ბაია პატარაიას აზრით, საუდელ დებს დახმარება სჭირდებათ და მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები გააქტიურდნენ.

„როდესაც ეს ქალები საუბრობენ, რომ სიცოცხლისთვის საშიში საფრთხე არსებობს, ძმისა და მამის მხრიდან, ეს შეიძლება იყოს ათასი ტიპის პრობლემა, განსაკუთრებით თუ სიცოცხლის საშიშროებაზე ვსაუბრობთ, შეიძლება ეს იყოს შურისძიების მიზნით ე.წ. ღირსების მკვლელობაც მათ შორის და ბევრი სხვა. ასეთ ქვეყნებში ხდება ასეთი ტიპის დანაშაული, ზოგჯერ საქართველოშიც ხდება,“- აღნიშნა პატარაიამ.

საქართველოში მცხოვრები საუდელი დები დახმარებას ითხოვენ. მაჰა და უაფა ალ სუბაიებმა ვიდეომიმართვა Twitter-ის საშუალებით გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ ოჯახის წევრების მხრიდან ზეწოლისა და ჩაგვრის გამო სამშობლოდან გამოიქცნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები