"ომი გინდათ? ომი იქნება, ჩხუბი გინდათ? ჩხუბი იქნება, მშვიდობა გინდათ? მშვიდობა იქნება - ასე პასუხობენ პანკისელები მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ისინი ადგილზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციამ კი აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლება მოლაპარეაკებებს მართავს გარკვეულ ჯგუფებთან, პანკისელები კი არანაირ დათმობაზე არ წავლენ.
"ჩვენ ჩვენს ჯანმრთელობას არ ვყიდით" - განმარტავენ აქციის მონაწილეები, რომლებიც სპეცტექნიკას და შეიარაღებულ სამართალდამცველებს ჯოხებით ხვდებიან.