პანკისში სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ადგილზე სპეცრაზმმა მძიმე ტექნიკა ე.წ. კობრა შეიყვანა. არსებული ინფორმაციით დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებს. ადგილობრივები კი პოლიციას ქვებს ესვრიან. არიან დაშავებულები როგორ აქციის მონაწილეებს, ასევე სპეცრაზმს შორის.