17 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
პროტესტი მარნეულის სოფლებში - აქციის მონაწილეებს ენმ-ს მერობის კანდიდატი შეხვდა 

მარნეულის რაიონის ორ სოფელში, საპროტესტო აქციები გაიმართა. ადგილობრივები სოფლის შიდა განათებებისა და გზის პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ.

მათთან შესახვედრად "ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის მერობის კანდიდატი ჩავიდა, რომელმაც ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და გამარჯვების შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა. 

"7 წელია უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები ამ სოფელშ წინასაარჩევნოდ ჩამოდიან და აძლევენ დაპირებას, რომ ამ სოფლებში იქნება გზა, იქნება წყალი, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ არც ერთ არ არის დასრულებული. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემებს,"-აცხადებს ენმ-ს მერობის კანდიდატი. 

დღის ამბები