„არა ჰესებს“, „სოლიდარობა პანკისს“, „სისტემა მოძალადეა“ - ამ ლოზუნგებით პანკისში განვითარებული მოვლენები ბათუმშიც გააპროტესტეს. აქცია ევროპის მოედანზე გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა დაგმეს, როგორც მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობა, ისე პირიქით, ადგილობრივების მიერ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
ბათუმში შეკრებილები ამბობდნენ, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
“ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას პანკისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ძალადობით და პოლიციის გამოყენებით არ უნდა შენდებოდეს ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში. ყველაფერს სჭირდება დიალოგი, კომუნიკაცია და სწორედაც ამ დიალოგის საშუალებით უნდა ხორციელდებოდეს სხვადასხვა პროექტები საქართველოში,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.