17 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
რვა აფეთქება და სამასამდე დაღუპული - საქართველოს ელჩის ინფორმაციით, შრია-ლანკაზე საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან - ამის შესახებ განცხადება, „კურიერთან“ საუბრისას საქართველოს კონსულმა გააკეთა.

ირაკლი აბესაძის თქმით, საელჩოს წარმომადგენლები აგრძელებენ მონიტორინგს და მათ აქვთ კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან.

„დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს 4 მოქალაქე ტურისტული მიზნით იმყოფება დედაქალაქიდან მოშორებით, ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან და დაგეგმილ ვადებში აპირებენ დაბრუნებას“-განაცხადა აბესაძემ.

შრი-ლანკაზე 8 აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 290-მდე გაიზარდა. 500-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი. პასუხისმგებლობა თავდასხმების სერიაზე ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები