თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისის ინციდენტის დროს დაშავებული 16 პაციენტი რჩება. მედიკოსების თქმით, მათი უმეტსეობა ის პოლიციელია არიან, რომლებმაც დაზიანებები თავის არეში მიიღეს.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სხვა ტიპის ჩარევას არ საჭიროებენ.
შეგახსენებთ, პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამედიცინო დახმარება გაეწია 40-ზე მეტ დაშავებულს.
დღის განმავლობაში სტაციონარს რამდენიმე დაზარალებული კიდევ დატოვებს.