17 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - ელექტრომობილების მეპატრონეები ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით მოძრაობის აკრძალვას აპროტესტებენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან 100-მდე ელექტრომობილის მეპატრონე აქციას მართავს. ისინი ბათუმიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ბათუმის საკრებულოს 5 მარტის დადგენილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ ბულვარში ელექტრომობილებით ტურისტების მომსახურება აეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი მმართველობის მიერ ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული.

ელექტრომობილების მეპატრონეები ნებართვის გაცემას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც 300-მდე ელექტრომობილი 10 კილომეტრიან ბულვარში ტურისტების მომსახურებას შეძლებს.

„აჭარის მთავრობას არ შეუძლია გადაწყვიტოს ჩვენი პრობლემა. ერთპიროვნულად გადაწყვიტეს, აგვიკრძალეს, არ გაითვალისწინეს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი ოჯახური მდგომარეობა, ჩვენი სამსახურეობრივი მდგომარეობა. სხვა სამსახური, სხვა შემოსავალი თითქმის არცერთ არ აქვს, ამათზე ვართ დამოკიდებული,“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ჩხაიძე.

დღის ამბები