17 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
რჩება ორი პაციენტი, ორივე არის სამართალდამცავი, მათ კიდევ სჭირდებათ მეთვალყურეობა - სერგეენკო პანკისში დაშავებულებზე

პანკისის ხეობაში მომხდარი შეტაკების შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა. გუშინ ერთმანეთს სამართალდამცავები და ადგილობრივი მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების დროს დაშავდნენ როგორც პანკისელები, ასევე სამართალდამცავები. 

დაშავებულების შესახებ განმარტება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა. დავით სერგეენკოს , ამ დროისთვის საავადმყოფოში მხოლოდ 2 პაციენტი რჩება, ორივე მათგანი სამართალდამცველია.

„ამ საათების განმავლობაში პაციენტების უმრავლესობა ეწერება, რჩება ორი პაციენტი, ორივე არის პოლიციელი, სამართალდამცავი. მათ კიდევ სჭირდებათ მეთვალყურეობა, ისინი შეიძლება თბილისში გადმოვიყვანოთ. დანარჩენების მდგომარეობა, საბედნიეროდ, სტაბილურია და ისინი უკვე ბინაზე ეწერებიან“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ვითარება პანკისში გუშინ უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან, გუშინ დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა.

ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდანბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ. 

მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ  თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა. ალაზნისპირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.

ამავე თემაზე
დღის ამბები