17 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, არ გადადგან ნაბიჯი, რომელიც პანკისის მოვლენებს გაამეორებს - "ნამახვან ჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები

პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ადგილობრივებს სოლიდარობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოუცხადეს. „რიონის ხეობის გადარჩენისა“ და „თემთა ერთობის“ მოძრაობების წარმომადგენლები პანკისში განვითარებულ მოვლენებს უარყოფითად აფასებენ.

მათი თქმით, ხელისუფლება ხისტ ენერგო პოლიტიკას ატარებს და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ აპირებს ჰესების აშენებას.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისათვის“ წარმომადგენელი, მალხაზ მურუსიძე ხელისუფლებას ურჩევს, რომ „ნამახვან ჰესის“ პროექტზე უარი თქვან, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ დაპირისპირებას აანონსებს.

„პანკისის მოვლენებს წინ უძღოდა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ქალბატონ ნათია თურნავას დანიშვნა, რომელიც არის წლების მანძილზე ერთ-ერთი მთავარი ლობისტი ამ დიდი ჰესების მშენებლობის. კონკრეტულად, ჩვენთვის მტკივნეულია „ნამახვან ჰესის“ პროექტი. კატეგორიულად ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ არ გადადგან ნაბიჯი, რომელიც პანკისის მოვლენებს გაამეორებს,“ - აცხადებს მალხაზ მურუსიძე.

წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 450 მეგავატიანინამახვან ჰესის“ კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი, რაც რამდენიმე სოფლის დატბორვასაც ითვალისწინებს. პროცესს კი ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება.

დღის ამბები