ერთი ქისტიც რომ დააკავონ ამას არავის არ შევარჩენ - ეს განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა გუშინ, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ გააკეთა.
სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ ის პანკისის ხეობაში მიმავალი, გზაზე სამართალდამცავებმა დააკავეს ისე, რომ მიზეზიც არ განუმარტავთ.
„გუშინ პანკისში სიტუაციის დასალაგებლად მივდიოდი, მაგრამ გზად გომბორზე გამაჩერეს და დამაკავეს, ისე, რომ მიზეზიც არ განუმარტავთ. შეიძლება ამ დაკავებით სუს-ს პანკისში კიდევ უფრო დაძაბვა უნდოდა სიტუაციის. ერთი ქისტიც რომ დააკავონ ამას არავის არ შევარჩენ“ - ამბობს მაჩალიკაშვილი.