თბილისში „ Mercedes Benz” -ის მოდის კვირეული იწყება. კვირეულის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ცნობილი დიზაინერების ჩვენებები და გამოფენები მოეწყობა, ასევე, ჩატარდება მასტერკლასებიც.
წელს დედაქალაქში დიზაინერები, მოდელები, ბაიერები და ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ. ღონისძიებას უკვე მეორედ სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს.
„ Mercedes Benz”-ის მოდის კვირეული თბილისში ხვალიდან დაიწყება.