სტიქია თელავის მუნიციპალიტეტში - სეტყვამ ქალაქი თელავი და რამდენიმე სოფელი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა. ამ ეტაპზე უცნობია რა ზარალი მიადგა სოფლებს: ვარდისუბანს, კურდღელაურს, კისისხევსა შალაურს.
თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, სპეციალური კომისია ზარალს ადგილზე შეისწავლის.