17 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციასთან პროფკავშირების აქცია იმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან პროფკავშირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი მშრომელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

აქციაზე შეკრებილები ღირსეულ და უსაფრთხო შრომას ითხოვენ და მთავრობის ადმინისტრაციას ე.წ. სოციალური კონტრაქტის გაფორმების მოთხოვნით მიმართავენ. კონტრაქტში ის საჭიროებებია ასახული, რომელიც სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით ქვეყანას აქვს.  

პროფკავშირების აქციას ახალგაზრდული ფრთა საკრებულოდან მსვლელობით შეუერთდა.

საპროტესტო აქციის შემდეგ ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემების შესაბამის მანიფესტს მიიღებენ, სადაც აქცენტი გაკეთდება ქალისა და მამაკაცის ხელფასს შორის არსებულ სხვაობაზე.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები