17 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ისტერიული ანტიკამპანია - დეკანოზი დავით ლასურაშვილი 17 მაისს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დაგეგმილი კონცერტის საწინააღმდეგო განცხადებებს ეხმაურება

ისტერიული ანტიკამპანია ოჯახის სიწმინდის დღის დასაკნინებლად - ასე აფასებს დეკანოზი დავით ლასურაშვილი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში 17 მაისს დაგეგმილი კონცერტის საწინააღმდეგო განცხადებებს.

დეკანოზის თქმით, ლგბტ თემის ქომაგები მიზანმიმართულად ესხმიან თავს როგორც ამ კონცერტს, ისე მასში მონაწილე არტისტებს. სასულიერო პირმა მედიაც გააკრიტიკა.

„ეს დღე რომ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის მიერ  ოჯახის სიწმინდის დღედ არის დაწესებული ყველამ ვიცით. ჩვენ ვხედავთ ისტერიულ ანტიკამპანიას ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ და ფაქტიურად, ეს არის გარკვეული მასობრივი დაშანტაჟება ადამიანების. თუკი ვინმე მიიღებს მონაწილეობას საპატრიარქოს მიერ დაანონსებულ ღონისძიებებში ის ადამიანები ფაქტიურად ითვლებიან ანტი ლგბტ-ურ მოძრაობის წევრებად, თუ რაღაც ასეთი,“- განაცხადა დეკანოზმა.

დღის ამბები