17 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
აქცია ივანიშვილის შუშის სასახლესთან - ზურა ხუციშვილის ოჯახის წევრები კარვების გაშლით იმუქრებიან 

აქცია ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რეზიდენციასთან ორი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები შეიკრიბნენ.

ისინი ხუციშვილის საქმის გახსნას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი შესაბამის ორგანოებს არ დაავალებს, რომ საქმე გამოძიებულ იქნას და გაიხსნას, მის რეზიდენციასთან კარვებს გაშლიან.

ხუციშვილის ოჯახი ამბობს, რომ პატრულ-ინსპექტორებს ხელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები აფარებენ. 

„კაცი მიდიოდა დედი და ავადმყოფი ძმის დასახვედრად მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, აღმოჩნდა მარჯვენა სანაპიროზე, ძალიან დიდ სიჩქარით გარბოდა და მისდევდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ერთი წამის ინტერვალით მინდა, ვკითხო სამართალდამცავ ორგანოებს, ვინმეს სჭირდება დღეს საპატრულო პოლიციაში ადამიანი, რომელიც ამბობს, თვალში ვერ ვხედავდი, ყურში არ მესმოდა, იმ ადგილზე თუ მტკვარი იყო, ისიც არ ვიცოდიო,“ - განაცხადა ადვოკატმა, ლია ხუციშვილმა.

ინციდენტი, დაახლოებით, ორი წლის წინ მოხდა. ზურა ხუციშვილი აეროპორტის მიმართულებით ავტომობილით მოძრაობდა, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან მარჯვენაზე გადასვლის შემდეგ მაღალი სიჩქარით დიღმის მიმართულებით გაემართა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მისდევდა. შესაბამისი ვიდეოკადრები „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა.

დღის ამბები