ბათუმში, 23-ე სკოლასთან გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი წერეთლის ქუჩაზე გარევაჭრობის აღდგენის უფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სამი თვის მანძილზე, მას შემდეგ, რაც სავაჭროდ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადავიდნენ, შემოსავალი საერთოდ აღარ აქვთ. მათი თქმით, სამგზავრო ფულის შოვნაც კი უჭირთ.
მოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი დაშლას არ აპირებენ და წერეთლის ქუჩაზე დროებითი მაგიდების დადგმას გეგმავენ.
„ავტოსადგურის ეზოში გაგვიკეთეს ბაზარი, არ შემოდის ხალხი, დავრჩით უმუშევარი. თვენახევარია ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვართ და 50 ლარი არ გვაქვს ნავაჭრი,“- აცხადებს ერთ-ერთი გარე მოვაჭრე.